23:51 | 2021-04-26 ავტორი: Prime Time

თურქეთი 3 კვირით სრულად იკეტება 

თურქეთი 3 კვირით სრულად იკეტება 

თურქეთი ხვალიდან 17 მაისამდე სრულ ლოკდაუნზე გადადის – ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

 

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეპ ტაიპ ერდოღანის თქმით, მუშაობას, მცირე გამონაკლისის გარდა, ყველა დაწესებულება შეაჩერებს.

 

„ჩვენ მკვეთრად უნდა შევამციროთ შემთხვევების რაოდენობა და ის 5 ათასზე ნაკლები უნდა იყოს. სხვა შემთხვევაში, მივიღებთ მძიმე შედეგს ყველა სფეროში – ტურიზმით დაწყებული, ვაჭრობითა და განათლებით დამთავრებული,” – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

 

ქვეყნის მასშტაბით, საქალაქთაშორისო გადაადგილება სპეციალურ ნებართვას დაევემდებარება, საზოგადოებრივი ტრანსპორტი კი 50%-ით შეამცირებს დატვირთვას.

სწავლა შეწყდება სკოლებისა და ბაღების შენობებში, გამოცდები გადაიდება.

 

ავტორი: Prime Time

X