
მომღერალი ზურა ხაჩიძე მეორე დღეა თვითიზოლაციაშია. ამის მიზეზი მოულოდნელად აწეული ტემპერატურაა.
როგორც ზურა “პრაიმტაიმთან” საუბარში ამბობს, ორი დღის წინ ხათუნას წამლების გამო მოუხდა გარეთ, აფთიაქებში რამდენჯერმე გასვლა.
ზურა ხაჩიძე: – დაახლოებით სამი კვირის წინაც მქონდა სიცხეები, სასწრაფო გამოვიძახე, ფილტვებზე გავესინჯე და ვირუსი არ აღმომაჩნდა.
გუშინ 38 და 9 მქონდა სიცხე და წამლები დავლიე. დღეს 37-მდე მაქვს. ვსვამ C ვიტამისაც. მაშინვე ჩემს სახლში გადავედი, რომ ხათუნას რაიმე არ გადავდო.
გუშინ ნინი ქარსელაძე ზურას მოსკოვიდან “ინსტაგრამის” “ლაივჩართვით” თხოვდა – ექიმს გაესინჯეო.






















