16:25 | 2020-03-27 ავტორი: ანეტი მიქელაძე

პუტინის ადმინისტრაციის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

პუტინის ადმინისტრაციის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

რუსეთის პრეზიდენტი პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა დაადასტურა, რომ კრემლის ადმინისტრაციის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას „დოჟდი“ ავრცელებს.

 

პესკოვის თქმით, ამ ადამიანს კონტაქტი ვლადიმერ პუტინთან არ ჰქონია და ამჟამად პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აკეთებენ ყველაფერს, იმისათვის, რომ ვირუსი არ გავრცელდეს.

 

გარდა ამისა, პესკოვმა დაადასტურა ისიც, რომ იმყოფებოდა დაბადების დღეზე, სადაც იმყოფებოდა  რუსი მომღერალი ლევ ლეშენკო, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა. 

 

„დოჟდის“ ცნობით, კორონავირუსის სიმპტომები წყაროს ცნობით გამოუვლინდა პრეზიდენტის საქმიანობის თანამშრომელსაც.

 

გარდა ამისა, ცნობილია მინიმუმ კიდევ ერთი ადამიანის დაინფიცირებაზე, რომელიც მუშაობს კრემლის მმართველ აპარატში.

 

ბოლო სიახლე: რუსეთში დაინფიცირებულთა რიცხვი 1000-ს გადასცდა – რა ხდება ჩვენს მეზობელ ქვეყნებში

ავტორი: ანეტი მიქელაძე

X