17:04 | 2020-03-27 ავტორი: Prime Time

თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის 3 პირი 3000 ლარით დააჯარიმა

თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის 3 პირი 3000 ლარით დააჯარიმა

პოლიციამ იმერეთის, მცხეთა-მთიანეთის და გურიის რეგიონებში თვითიზოლაციის წესების დარღვევის 3 ახალი ფაქტი გამოვლინდა.

 

სამართალდამცველებმა თვითიზოლაციის წესების დამრღვევი ყველა პირი კანონის შესაბამისად, ადმინისტრაციულად, 3000 ლარის ოდენობის თანხით დააჯარიმა და საკარანტინო ზონებში იძულებით გადაიყვანა.

 

შსს-ს ინფორმაციით, ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი ვალდებულია, დაიცვას საგანგებო რეჟიმი, რომლის დარღვევაც გამოიწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, ხოლო განმეორებით ჩადენილი იგივე ქმედება გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას.

 

შეგახსენებთკარანტინის წესის დამრღვევი ფიზიკური პირები 3 000 ლარით, იურიდიული პირები კი 15 000 ლარით დაჯარიმდებიან

ავტორი: Prime Time

X