
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, მამა ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში ჟურნალისტის მიერ მიწერილ სმს-ს ასაჯაროვებს.
როგორც სმს-ში ვკითხულობთ, საპატრიარქოში სამხედრო მანქანები შევიდა და ვერტმფრენიც შეინიშნება. მამა ანდრია კი განმარტავს, რომ პატრიარქმა რეგიონებში დასახმარებლად პროდუქტები გააგზავნა.
„ჟურნალისტები მწერენ ვერტმფრენი და სამხედრო ძალის მობილიზება ხდება საპატრიარქოშიო, სინამდვილეში არავითარი საბრძოლო მოქმედებები არ მიმდინარეობს, პატრიარქმა დახმარება გაუწია და გააგზავნა რეგიონებში პროდუქტები.”, – წერს ანდრია ჯაღმაიძე.























