
სოციალურ ქსელში ვრცელდება პატარა ბავშვის წერილი.
ბავშვი, მასწავლებელს გულწრფელად წერს, რომ მას გაკვეთილის სწავლა დაეზარა.
„თამრიკო მასწ, გუშინ დამეზარა ძალიან გაკვეთილის სწავლა და თუ არ მკითხავ გამეხარდება. დედაჩემს თქვენთვის ნამცხვარს დავაცხობინებ და ერთად ვჭამოთ. მიყვარხართ და მიყვარს თქვენი მწვანე თვალები, გაშლილი თმები და ჟირაფივით გრძელი კისერი. მიყვარხარ“, – წერს მოსწავლე მასწავლებელს.























