22:14 | 2021-04-30 ავტორი: Prime Time

საქართველოში ვაქცინის პირველი დოზის შემდეგ კორონავირუსით ინფიცირების რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში ვაქცინის პირველი დოზის შემდეგ კორონავირუსით ინფიცირების რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში ვაქცინის პირველი დოზის შემდეგ კორონავირუსით ინფიცირების რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

 

მისივე თქმით, საქართველოში რეინფიცირების 10-15 შემთხვევაზე მეტი არ დაფიქსირებულა.

 

„რეინფიცირების შემთხვევები არის, მაგრამ ძალიან მცირე. ზუსტად არ ვიცი, დაავადებათა კონტროლის ცენტრმა იცის, მაგრამ 10-15 შემთხვევაზე მეტი არ არის და ეს ძალიან ცოტაა. ეს ერთ-ერთი არგუმენტია იმისი, რომ გადატანილი კოვიდი იცავს ბრიტანული შტამისგანაც, რადგან ნახევარზე მეტი ჩვენთან სწორედ ბრიტანული შტამია და რეინფიცირების სულ 10-15 შემთხვევაა. რაც შეეხება ვაქცინის პირველი დოზის შემდეგ დაინფიცირების სტატისტიკას, ასეთი შემთხვევები არის. ეს მე არ შემისწავლია, მაგრამ რაც ვიცი, არის რამდენიმე, ორი თუ სამი შემთხვევა სულ“, – განაცხადა ცერცვაძემ.

ავტორი: Prime Time

X