
მიუნხენის პრესტიჟულ ტურნირზე ნიკოლოზ ბასილაშილმა პირველად 2014 წელს ითამაშა, როდესაც ჯერ კიდევ რეიტინგის ასეულშიც არ იმყოფებოდა. ჩოგბურთელი, რომელიც უკვე ATP-ის 4 ტიტულს ფლობს და მიუნხენშიც ფინალში გავიდა.
ქართველი ჩოგბურთელის მიუნხენის ტურნირზე მეორედ თამაში შეიძლება გადაუჭარბებლად ითქვას, რომ ფანტასტიკურია. შედეგიც სახეზეა – ერთი გამარჯვებაც და ნიკოლოზ ბასილაშვილი 2021 წლის მიუნხენის საჩოგბურთო ტურნირის ჩემპიონი გახდება.
ნახევარფინალში კი ბასილაშვილმა მეტოქე მარტივ ნამრავლებად დაშალა. კასპერ რუდი ხელწამოსაკრავი ჩოგბურთელი ნამდვილად არ გახლავთ. 22 წლის ნორვეგიელი ჩოგანი რეიტინგის 24-ე ნომერია და ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ვერც ATP-ის ასეთი დონის ტურნირზე გახვალ ნახევარფინალში.
ნიკოლოზ ბასილაშვილი კი კორტზე დაფრინავდა და მოწინააღმდეგეს სრული კაპიტულაცია გამოაცხადებინა. ქართველმა ჩოგბურთელმა ამ ანგარიშით მოიგო… (სტატიის სრულად წასაკითხად გადადით ამ ბმულზე)






















