13:22 | 2021-05-04 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

ლადო კახაძის ინფორმაციით, ქვეყანაში ინდური შტამი დაფიქსირდა, რასაც დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში უარყოფენ

ლადო კახაძის ინფორმაციით, ქვეყანაში ინდური შტამი დაფიქსირდა, რასაც დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში უარყოფენ

საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის ლადო კახაძის ინფორმაციით, საქართველოში „ინდური შტამის“ რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა.

 

მართალია, ახლა წინა ტალღის მსგავსი არ არის, თუმცა მეორე საშიშროება გვემუქრება. ჩვენთან ძირითადად „ბრიტანული შტამი“ მოძრაობს, თუმცა „ინდური შტამისაგან“ დაზღვევა პანდემიის დროს ბოლომდე რთულია. საქართველოშიც რამდენიმე შემთხვევა არის დაფიქსირებული. ჩვენ გადაწყვეტილებაც მივიღეთ და საკანონმდებლო ცვლილება შევიტანეთ, რომ განსაკუთრებით ინდოეთიდან შემოსულ ადამიანებს, 14-დღიანი კარანტინი დავუწესეთ, ჩვენთან დიდი ნაკადი სწავლობს და ისინი ხანგრძლივი პერიოდით იმყოფებიან ჩვენს ქვეყანაში.

 

შესაძლოა, ეს უფლებრივ ნაწილში განიხილონ ადამიანებმა, თუმცა უნდა განვსაზღვროთ საშიშროება უფრო მეტია თუ სიკეთე, დისკომფორტი უფრო მეტია თუ პრაგმატული მიდგომა. ამ შემთხვევაში, ყველა შევთანხმდით, რომ ჯობდა თავიდან აგვეცილებინა დიდი გართულება“, – განაცხადა კახაძემ მედიაცენტრმთავარში

 

კახაძის ინფორმაციას უარყოფს დააავდებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე. მისი თქმით, „ინდური შტამი“ ჩვენს ქვეყანაში ლაბორატორიულად არ დაფიქსირებულა.

 

 

 

უნდა ველოდოთ თუ არა საქართველოში ინდური შტამის გამოჩენას - გამყრელიძის პასუხი
2021-04-25უნდა ველოდოთ თუ არა საქართველოში ინდური შტამის გამოჩენას - გამყრელიძის პასუხი
ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X