12:26 | 2021-05-05 ავტორი: Prime Time

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ჩინური ვაქცინების აღიარებას აპირებს?!

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ჩინური ვაქცინების აღიარებას აპირებს?!

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ჩინური ვაქცინების აღიარებას აპირებს. აპირებს მიუხედავად იმისა, რომ არა აქვს სრულყოფილი ინფორმაცია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ინდივიდი არ არის, ორგანიზაციაა, რომლის მთავარი პასუხისმგებლობა კაცობრიობის კეთილდღეობაა. კაცობრიობა კი უნდა აიცრას, რაც შეიძლება სწრაფად და ამისათვის ყველა ვაქცინა უნდა იქნეს გამოყენებული, – ამის შესახებ ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმი ზურაბ გურული სოციალურ ქსელში წერს.

 

დანარჩენი კი თავად ქვეყნებმა უნდა გადაწყვიტონ. თუ ვაქცინა შედარებით დაბალეფექტურია, მაშინ ქვეყანა ვერ გაიხსნება ალბათ. მაგალითები სახეზეა; სინოფარმით აცრილი სეიშელის კუნძულები, ჩილე … ინდივიდებს კი თავისი ინტერესები აქვთ. მათ დაცვა სჭირდებათ და როდესაც დაცვის სხვა საშუალება არ არსებობს, მაშინ ის უნდა გამოიყენო, რაც ხელთა გაქვს; გონივრული მიდგომაა.

 

და როგორ უნდა მოიქცეს ამ დროს ინდივიდი-პროფესიონალი, როდესაც მთავრობას აძლევს რეკომენდაციას? როდესაც ინდივიდს?
რთული კითხვაა.
ერიდეთ უკიდურესობებს! უკიდურესობები ანტიმეცნიერებაა.”, – წერს ზურაბ გურული.

 

ცნობისთვის, 4 მაისიდან საქართველოში „სინოფარმის” ჩინური ვაქცინით ვაქცინაცია დაიწყო.

ავტორი: Prime Time

X