
საქართველოში არცერთ სამშობიაროს სასაფლაო არ ჰქონია, ვისაც მართლა ბავშვი გარდაეცვალა, გაატანეს, – ამის შესახებ ჟურნალისტი და ჯგუფის „ვეძებ“ ერთ-ერთი დამფუძნებული, თამუნა მუსერიძე გადაცემაში „სთორი“ საუბრობს.
„1965 წლიდან რომ დაიწყო, დაახლოებით, 2000-წლებამდე გრძელდებოდა, სამშობიაროს თანამშრომლები დედებს ეუბნებოდნენ, რომ ბავშვი გარდაიცვალა, ფულსაც კი ართმევდნენ, რომ ბავშვი დაეკრძალათ სამშობიაროს სასაფლაოზე. დედებს ეჭვიც არ ეპარებოდათ, რომ მისი შვილები მართლა გარდაცვლილები იყვნენ.
გავარკვიეთ, რომ საქართველოში არცერთ სამშობიაროს სასაფლაო არ ჰქონია. არცერთი სამშობიარო ბავშვს არ კრძალავდა. ყველას, ვისაც ბავშვი მართლა გარდაეცვალა გაატანეს.
ამაზე პასუხისმგებელი ვერავინ გახდა, 2001 წელ;ს რამდენიმე ათეულმა დედამ სარჩელი შეიტანა, ძალიან ბევრი სამშობიაროს თანამშრომელი დაიჭირეს, მერე ამ ქალბატონის წინააღმდეგ შეიტანეს სარჩელი, რადგან ამ ქალბატონებმა ვერ დაამტკიცეს, რომ იმშობიარეს. დედები არ გაატარეს, რომ იმშობიარეს. ეს ქალები თვითმარქვიებად გამოაცხადეს. ის ათი-ათასობით დედა ვერ ამტკიცებს, რომ ბავშვი მართლაც გააჩინეს.
ბავშვებს ყიდდნენ – ეს იყო უდიდესი სქემა, სამეგრელოდან ყიდდნენ კახეთში და მადლობა ღმერთს, რომ სისხლის არევა არ მომხდარიყო ამაზე მაინც ზრუნავდნენ“, – ამბობს მუსერიძე.























