21:04 | 2021-05-06 ავტორი: თამარ გონგაძე

“მე ვარ კოვიდგადატანილი და ლაღი” – თეა დარჩია

“მე ვარ კოვიდგადატანილი და ლაღი” – თეა დარჩია

“მე ვარ კოვიდგადატანილი და ლაღი” – დაწერა თეა დარჩიამ. მოცეკვავემ და მისმა ქმარმა ვირუსი სახლში დაამარცხეს. თეა ყოველდღიურად ნაკურთხ წყალს იღებდა და როგორც ამბობს, იოლად გაისტუმრა კიდეც ვერაგი ვირუსი.

 

ამბობს, რომ ახლა სილაღე აქვს იმიტომ, რომ საშიში და გადამტანი აღარ არის.

 

თეა დარჩია: – თუ გაგიმართლა და ქრონიკული დაავადება არ გაქვს, იოლად გადაგაქვს. ღმერთის წყალობით, კარგად გადავიტანე. სამ ლიტრა ნაკურთხ წყალს ვსვამდი…

 

ვირუსს არაფერი დაუტევებია. ერთადერთი, სახსრები ისედაც მტკიოდა როცა არ ვცეკვავდი. ასე ვარ ახლა. როცა ინტენსიურად ცეკვავ, ტკივილი ქრება. აღდგომამდე სტუდია დავკეტე, ბავშვები გავუშვი და თითქოს ავადმყოფობისთვის მოვემზადე.

 

გემო და ყნოსვა არ დამიკარგავს. ღმერთით, მე და ჩემმა ქმარმა მშვიდობით გადავიტანეთ. შვილებს არ გადასდებიათ…

ავტორი: თამარ გონგაძე

X