20:43 | 2021-05-06 ავტორი: Prime Time

ვინ ჩამოვა ამ პატარა ქვეყანაში თუ დღეში 5 000 ინფიცირებული გვეყოლება – პაატა იმნაძე

ვინ ჩამოვა ამ პატარა ქვეყანაში თუ დღეში 5 000 ინფიცირებული გვეყოლება – პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ საქართველოში ინფიცირების მაღალი მაჩვენებელი იქნება, ტურისტები ნაკლებად ჩამოვლენ.

როგორც მან აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ქვეყანაში ეპიდვითარების აღწერისას აღნიშნა, მდგომარეობა იმდენად საგანგაშოა, რომ თითოეულმა ჩვენგანმა სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს.

„სიტუაცია საკმაოდ საგანგაშოა. ნოემბრის დასაწყისში, დაახლოებით, რა რიცხვებიც გვქონდა, ეს მაჩვენებელი გვაქვს, თუმცა ის რეგულაციები, რაც მოქმედებს დღეს და პირბადეების ხმარების მაჩვენებელი ისეთია, რომ ეს ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს, რომ ყოველ კვირას ინფიცირების მაჩვენებელი არ გაორმაგდება.

 

ძალიან საყურადღებო მდგომარეობაა, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, რათა ისე გავიაროთ მაისის პირველი ნახევარი, რომ ზაფხულს მეტ-ნაკლებად ნორმალურ სიტუაციაში შევხვდეთ.

 

ტურიზმზე ბევრი რამ არის საქართველოში დამოკიდებული და ვინ ჩამოვა ამ პატარა ქვეყანაში თუ დღეში 5 000 ინფიცირებული გვეყოლება“, – თგანაცხადა პაატა იმნაძემ.

ავტორი: Prime Time

X