00:20 | 2021-05-07 ავტორი: თამარ ბუჩუკური

კარგი ამბავი თურქეთში შესვლის მსურველებისთვის – 16 ქვეყანიდან ჩასულებს PCR ტესტებს აღარ მოსთხოვენ

კარგი ამბავი თურქეთში  შესვლის მსურველებისთვის – 16 ქვეყანიდან ჩასულებს PCR ტესტებს აღარ მოსთხოვენ

15 მაისიდან თურქეთი 16 სახელმწიფოდან ჩასული ტურისტებისათვის PCR-ტესტის წარდგენის ვალდებულებას აუქმებს.

 

ადგილობრივი მედიის Hürriyet-ის ცნობით, თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს საზოგადოებრივი ჯანდაცვის განყოფილების ხელმძღვანელმა ფატიჰ კარამ შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუგზავნა სამოტივაციო წერილი, რომელშიც მითითებულია 16 ქვეყანა, საიდანაც შემოსულ ტურისტებს შესაძლოა PCR-ტესტის წარდგენა აღარ მოუწიოთ.

 

ამ შემთხვევაში საუბარია ამ 16 ქვეყნიდან საჰაერო, საზღვაო თუ სახმელეთო გზით შესულ ტურისტებზე.

 

ამ 16 ქვეყნის სია ასეთია:

 

  1. ჰონკონგი;
  2. ჩინეთი;
  3. ტაივანი;
  4. ვიეტნამი;
  5. სინგაპური;
  6. ტაილანდი;
  7. სამხრეთ კორეა;
  8. იაპონია;
  9. ისრაელი;
  10. ავსტრალია;
  11. ახალი ზელანდია;
  12. დიდი ბრიტანეთი;
  13. ლატვია;
  14. ლუქსემბურგი;
  15. უკრაინა;
  16. ესტონეთი.
ავტორი: თამარ ბუჩუკური

X