
7 მაისს საქართველოში ძირითადად თბილი ამინდია მოსალოდნელი, თუმცა იწვიმებს რამდენიმე რაიონში.
დასვლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა დღისით +25, ხოლო ღამით +13 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი.
იწვიმებს ბათუმში, ფოთში, მესტიაში და ჭიათურაში.
აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის ტემერატურა +24 გრადუსი იქნება, საღამოს კი +11. იწვიმებს თელავში.
რუსთავში დღე უნალექოდ ჩაივლის, თბილისში კი იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23 გრადუსი, ღამით კი +10 გრადუსი იქნება.






















