17:10 | 2021-05-07 ავტორი: Prime Time

სად აღინიშნება წელს თბილისში ფაშიზმზე გამარჯვების დღე – მერიის განცხადება

სად აღინიშნება წელს თბილისში ფაშიზმზე გამარჯვების დღე – მერიის განცხადება

ვაკის პარკში, სარეაბილიტაციო სამუშაოს გამო, წელს, ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღსანიშნავი ღონისძიება არ გაიმართება, – ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

 

„აღნიშნული ვითარებიდან გამომდინარე, წელს, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნისადმი პატივის მიგება ვეტერანთა კულტურის და დასვენების (კიკვიძის) პარკში იქნება შესაძლებელი“, – აღნიშნულია დედაქალაქის მერიის განცხადებაში.

 

9 მაისს საქართველოში ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღინიშნება. 1945 წლის 8 მაისს ვერმახტის კაპიტულაციის შემდეგ, ევროპაში მეორე მსოფლიო ომი დასრულდა. საბჭოთა კავშირში 9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა.

ავტორი: Prime Time

X