00:20 | 2021-05-08 ავტორი: Prime Time

„პირველივე დღიდან შენთვის და შენი პატარასთვის ვლოცულობდით“ – რას წერენ კოლეგები 34 წლის მასწავლებელზე, რომელიც ახალშობილ ჩვილთან ერთად კოვიდმა იმსხვერპლა

„პირველივე დღიდან შენთვის და შენი პატარასთვის ვლოცულობდით“ – რას წერენ კოლეგები 34 წლის მასწავლებელზე, რომელიც ახალშობილ ჩვილთან ერთად კოვიდმა იმსხვერპლა

ბოკერიას სახელობის სამედიცინო ცენტრში გარდაიცვალა ახლად ნამშობიარები ქალი. ვერ მოხერხდა ვერც ნაყოფის გადარჩენა.

ჯერ ჩვილი, რამდენიმე დღეში კი დედაც გარდაიცვალა - პირველი კომენტარი კლინიკიდან, სადაც ტრაგედია დატრიალდა
2021-05-07ჯერ ჩვილი, რამდენიმე დღეში კი დედაც გარდაიცვალა - პირველი კომენტარი კლინიკიდან, სადაც ტრაგედია დატრიალდა

 

გარდაცვლილი 34 წლის მაიკო წიკლაურია.

 

ის ფო­ლა­და­ანთკა­რის სა­ჯა­რო სკო­ლის მასწავლებელი იყო.

 

სკოლა სამძიმრის წერილს აქ­ვეყ­ნებს.

 

ფოლადაანთკარის საჯარო სკოლა უდიდეს მწუხარებას გამოთქვამს ჩვენი საყვარელი მასწავლებლის, საუკეთესო თანამშრომელისა და მეგობრის, მაიკო წიკლაურის გარდაცვალების გამო.

 

ჩვენო საყვარელო მაიკო, ჩვენო უდიდესო ტკივილო, რომელი სიტყვები გამოხატავს იმ უკიდეგანო ტკივილს, რასაც შენი დაკარგვით განვიცდით პირველივე დღიდან შენთვის და შენი პატარასთვის ვლოცულობდით, ერთმანეთს ყოველწუთს ვაიმედებდით და დღემდე გვჯეროდა რომ დაამარცხებდით ამ ვერაგ დაავადებას. თუმცა დავმარცხდით. შენ ვეღარ გაუძელი ამ ბრძოლას და დანებდი…

 

ამბობენ ღმერთის ნებაა ყველაფერიო და ღმერთმა გაანათლოს თქვენი უმანკო სულები…”

 

ცნობისთვის, მაიკომ ნაადრევად იმშობიარა. ბავშვი რამდენიმე დღეში დაიღუპა. დედამ ამ ტრაგიკული შემთხვევიდან მხოლოდ ორი დღე იცოცხლა. ის გუშინ გარდაიცვალა.

 

 

 

ავტორი: Prime Time

X