00:57 | 2021-05-08 ავტორი: Prime Time

დედაქალაქში ჰაერი +24 გრადუსამდე გათბება – ნახეთ 8 მაისის ამინდის პროგნოზი მთელ საქართველოში

დედაქალაქში ჰაერი +24 გრადუსამდე გათბება – ნახეთ 8 მაისის ამინდის პროგნოზი მთელ საქართველოში

სინოპტიკოსების ინფორმაციით, 8 მაისს საქართველოს უმეტეს რეგიონში სითბოა მოსალოდნელი.

 

ყველაზე მაღალი ტემპერატურა +26 გრადუსია ნავარაუდევი ფოთში, ხოლო  დედაქალაქში ჰაერი +24 გრადუსამდე გათბება.

 

ხვალ ბათუმში +24 სითბო იქნება. +25 გრადუსია მოსალოდნელი სოხუმში. ზუგდიდში ჰაერი +29 გრადუსამდე გათბება.

 

+25 გრადუსია ნავარაუდევი ახალციხეში. ქუთაისში 29 გრადუსი სითბო იქნება. ლენტეხში +22, ცაგერსა და ამბროლაურში კი +24 გრადუსია მოსალოდნელი. 22 გრადუსამდე გათბება ჰაერი ცხინვალში. გორში +24 გრადუსია ნავარაუდევი.

 

რუსთავში 25 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი. +21 გრადუსია მოსალოდნელი თელავში. 20 გრადუსამდე გათბება ჰაერი სიღნაღში, ხოლო ყვარელში +23 გრადუსია ნავარაუდევი.

ავტორი: Prime Time

X