
დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებმა Pfizer-ის ვაქცინის შეკვეთა აღარ ისურვეს,- ამის შესახებ Pfizer-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ალბერტ ბურლამ განაცხადა.
ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.
„ჩვენ დავუკავშირდით ყველა ქვეყანას და ვთხოვეთ შეკვეთები დაედასტურებინათ, რათა ჩვენ ვაქცინის შესაბამისი დოზები მოგვემზადებინა. მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნებმა საკმაოდ ბევრი დოზა შეუკვეთეს. შევშფოთდი და პირადად მივწერე დაბალი და საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნების ლიდერებს, ასევე დავურეკე ტელეფონით და მოვუწოდე, შეეკვეთათ დოზები, რადგან რაოდენობა ლიმიტირებულია“, – განაცხადა ბურლამ.
თუმცა, დაბალი და საშუალო ქვეყნებმა ვაქცინები სხვა მწარმოებლებს შეუკვეთეს. ბურლას თქმით ამის რამდენიმე მიზეზი შეიძლება არსებობდეს. პირველი – Pfizer-ის ტექნოლოგია ჯერ გამოუცდელია და მეორე აღნიშნულმა ქვეყნებმა ადგილობრივი წარმოების ვაქცინების სასარგებლოდ გააკეთეს არჩევანი.






















