19:20 | 2021-05-08 ავტორი: Prime Time

„ესროდნენ, დაიჭირეს და მაგრად სცემეს” – ადგილობრივები საოკუპაციო ხაზთან მომხდარ ინციდენტზე

„ესროდნენ, დაიჭირეს და მაგრად სცემეს” – ადგილობრივები საოკუპაციო ხაზთან მომხდარ ინციდენტზე

ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსულ პირს უკან მიბრუნებისას საოკუპაციო ძალის წარმომადგენლები დაედევნენ, დაიჭირეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამის შესახებ სოფელ დიცის მცხოვრებლები “კურიერთან” საუბრობენ.

 

მათი თქმით, საოკუპაციო ღობე ავტომანქანამ გაანგრია.

 

“მავთულხლართები შეუნგრევიათ და წასულან. შემდეგ რუსებს დაუჭერიათ ოსები და წაუყვანიათ, სად წაიყვანეს არ ვიცი. აქედან რომ წავიდა მთვრალი იყო, გაგლიჯა მავთულხლართები და წავიდა მაღლა, რუსები დაედევნენ, დაიჭირეს და მაგრად სცემესო. გაქცეულა, რუსები გაკიდებიან, სროლა დაუწყიათ და იმათაც გაქცევია,” – აცხადებს სოფელ დიცის მცხოვრები ამალია მძინარაშვილი.

 

 

 

2021-04-30"მინდა ჩემი ამბავი მოგიყვეთ, მძიმე მოსასმენი იქნება, მაგრამ ეს არის რეალობა“ - ბიჭი ოკუპირებული აფხაზეთიდან
ავტორი: Prime Time

X