09:40 | 2021-05-09 ავტორი: Prime Time

შევძლებთ თუ არა წელს ზღვაზე დასვენებას – ბიძინა კულუმბეგოვის პროგნოზი

შევძლებთ თუ არა წელს ზღვაზე დასვენებას – ბიძინა კულუმბეგოვის პროგნოზი

შევძლებთ თუ არა ზაფხულში ზღვაზე დასვენებას – ამ კითხვით „პრაიმტაიმმა“ ალერგოლოგ-იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვს მიმართა. მისი განმარტებით, წინასწარ პროგნოზი რთულია, თუმცა, ყველაფერი ვაქცინაციის პროცესზეა დამოკიდებული.

 

„ახლა ძნელია იმის პროგნოზირება, ზღვაზე დასვენებას შევძლებთ თუ არა, თუმცა, 90%-ით ვიმედოვნებ, რომ დიახ, შევძლებთ. როგორც ექიმი, 10%-ს ვიტოვებ, არ ვიცი, რა ტიპის შეზღუდვები იმოქმედებს.

 

თუ მოსახლეობის ვაქცინირების მაჩვენებელი ზაფხულში, იქნება მაღალი მოსწრება, მაშინ ვაქცინირებული ხალხისთვის ვაქცინაციის პარალელურად ზღვაზე წასვლა და სასტუმროში დაბინავება, პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს“, – განაცხადა კულუმბეგოვმა.

 

ყავის მოყვარული ქურდი - რუსთავში მამაკაცი ყველა მაღაზიიდან მხოლოდ ერთი დასახლების ყავას იპარავდა
2021-05-09ყავის მოყვარული ქურდი - რუსთავში მამაკაცი ყველა მაღაზიიდან მხოლოდ ერთი დასახლების ყავას იპარავდა

 

იმ შემთხვევაში, თუ მოსახლეობა კვლავ სკეპტიკურად იქნება განწყობილი ვაქცინაციის მიმართ, ბიძინა კულუმბეგოვი ამბობს, რომ ამ შემთხვევაში ვირუსის ახალი ტალღა წამოვა.

 

„ამ შემთხვევაში ახალი ტალღის წინაშე აღმოვჩნდებით და საქართველო იქნება ქვეყანა, სადაც წლების განმავლობაში ვირუსი იცირკულირებს. შეიძლება ვირუსი გაქრეს ბევრ ქვეყანაში და პანდემია ევროკავშირმა, ამერიკამ და სხვა წარმატებულმა ქვეყნებმა ჩააცხრონ, ჩვენ დავრჩებით ქვეყანა, სადაც წლების განმავლობაში იქნება კორონა და არავინ მოგვეკარება.

 

ჩვენთვის კოვიდის დამარცხება მნიშვნელოვანია, რომ ტურიზმი აღდგეს, რადგან ერთადერთი და მნიშვნელოვანი შემოსავალი ესაა. ჩემი უფლება რომ იყოს, საზღვაო კურორტებსა და სასტუმროებში პრიორიტეტულ უფლებას მარტო ვაქცინირებულ ადამიანებს მივცემდი. მაგრამ ეს სიტუაციურად გაირკვევა, წინასწარ საუბარი მიჭირს“, – განაცხადა კულუმბეგოვმა ჩვენთან საუბრისას.

 

ავტორი: Prime Time

X