11:00 | 2021-05-09 ავტორი: Prime Time

აცრილებს სხვებზე მეტი უფლებები უნდა ჰქონდეთ – მანჩო გიორგობიანი 

აცრილებს სხვებზე მეტი უფლებები უნდა ჰქონდეთ – მანჩო გიორგობიანი 

სამოქალაქო აქტივისტი, მანჩო გიორგობიანი ამბობს, რომ ვაქცინირებულ ადამიანებს სხვებზე მეტი პრივილეგია უნდა მიენიჭოთ. ამის შესახებ გიორგობიანი სოციალურ ქსელში წერს.

 

„არ ვარ აცრილი და არც ვიცი როდის ავიცრები, მაგრამ ვფიქრობ, რომ აცრილებს ჩემზე მეტი უფლებები უნდა ჰქონდეთ, თუ რა თქმა უნდა, სხვებისთვისაც უსაფრთხო იქნებიან. ეს იქნება უპირბადეოდ სიარული, თუ კომენდანტის საათის დარღვევის უფლება, ან სხვა რამე – არ ვიცი, მაგრამ ნამდვილად ეკუთვნით უპირატესობა.

 

 

რა უნდა იცოდეთ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრამდე, აცრისას და აცრის შემდეგ
2021-05-08რა უნდა იცოდეთ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრამდე, აცრისას და აცრის შემდეგ

სულაც არ ჩავთვლი, რომ ჩემი უფლებები ირღვევა, არანაირად! რადგან იქნება არჩევანი ან აიცრა და მიიღო მეტი თავისუფლება, ან არ აიცრა და შეგეხოს მეტი შეზღუდვები, ვიდრე აცრილს. აქ ლაპარაკია უფლებების მეტ-ნაკლებობაზე და არა იმაზე, რომ აუცრელებმა საერთოდ არ უნდა გამოვყოთ ცხვირები.

 

p.s. რა თქმა უნდა, ვლაპარაკობ იმ პერიოდზე, როცა აცრილებში უკვე გამომუშავებულია ანტისხეულები და აღარ არიან ვირუსის მატარებლები“,- ამბობს მანჩო გიორგობიანი.

ავტორი: Prime Time

X