12:27 | 2021-05-09 ავტორი: Prime Time

ნახეთ ქვეყანა, სადაც ზაფხულში კორონავირუსი აღარ იქნება

ნახეთ ქვეყანა, სადაც ზაფხულში კორონავირუსი აღარ იქნება

ბრიტანეთი შეიძლება გახდეს პირველი ქვეყანა, სადაც აგვისტოში კორონავირუსის ცირკულაცია შეწყდება. ამის შესახებ ვაქცინაციაზე პასუხისმგებელი ჯგუფის ხელმძღვანელმა, კლივ დიქსმა განაცხადა. ამის შესახებ „როიტერი“ წერს. 

 

როგორც უცხოური გამოცემა წერს, ოპტიმიზმის საფუძველს მოსახლეობის ვაქცინაციისადმი აქტიურობა იძლევა.

 

„აგვისტოს თვეში დიდ ბრიტანეთში კორონავირუსი ცირკულაცია არ გვექნება“,- აღნიშნა დიქსმა.

 

რა უნდა იცოდეთ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრამდე, აცრისას და აცრის შემდეგ
2021-05-08რა უნდა იცოდეთ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრამდე, აცრისას და აცრის შემდეგ

 

მისივე თქმით, დიდი ბრიტანეთში ივლისის ბოლოს მოქალაქეთა უმეტესობა უკვე იქნება აცრილი მინიმუმ ერთი დოზით. ბოლო მონაცემებით, დიდი ბრიტანეთში მოქალაქეებს 51 მილიონი ვაქცინა გაუკეთეს.

 

დიდ ბრიტანეთში შეზღუდვების მოხსნის პირველი ეტაპი 12 აპრილს დაიწყო, შემდეგი ეტაპი კი 17 მაისს უნდა დაიწყოს.

 

ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 4,448,808 შემთხვევაა დაფიქისირებული.

ავტორი: Prime Time

X