22:10 | 2021-05-09 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

თუ თქვენი შვილის სიმაღლეში ზრდა გაფიქრებთ, ამ ინფორმაციას აუცილებლად გაეცანით – რჩევები მარინა ტოტოჩავასგან

თუ თქვენი შვილის სიმაღლეში ზრდა გაფიქრებთ, ამ ინფორმაციას აუცილებლად გაეცანით – რჩევები მარინა ტოტოჩავასგან

როგორ გავაკონტროლოდ აკადემიურად, ზრდაში ჩამორჩენილი ბავშვის სიმაღლე, რომ რეალური შედეგი მივიღოთ, – ინფორმაციას ამის შესახებ ექიმი მარინა ტოტოჩავა მშობლებს უზიარებს.

 

„ამ პროცესში სომატოტროპინის ერთ დიდ როლზე, რომელსაც ზრდის ჰორმონი ჰქვია, ბევრჯერ ვისაუბრე. ის, კუნთებზე მეტად, ძვლების ზრდას აკონტროლებს. მთავარი ფაქტორები, რომლებიც სიმაღლეში ზრდას მუდმივად აკონტროლებენ და სამედიცინო თვალსაწიერში უნდა გვყავდეს, ეს არის ჰიპოფიზი, თირკმელზედა ჯირკვალი, ფარისებრი ჯირკვალი, თავის ტვინის ნერვები. უახლესი კვლევებით, თუ ვინ დაწინაურდა ყველაზე მთავარ ფაქტორად ზრდის პროცესში, ამას განვიხილავ. მთავარ სტატიაში თავის ტვინის ყველა ნერვის ტრანზიტი და მოქმედების შედეგები განხილული მაქვს.

 

თავის ტვინის ნერვებიდან, მაგალითად, ახლა ავიღოთ, თითქოს, ამ პროცესიდან ძალიან შორს მყოფი-ვესტიბულარული ნერვები. ადამიანი ერთი სისტემაა. ყველაფერი მტკიცედ არის გადაჯაჭვული ერთმანეთზე.

 

ნებისმიერი ერთი დაავადება, მთელი სხეულის მთლიანი ჰარმონიის დარღვევაა. არასწორი სტრატეგიაა დღევანდელი მიდგომები. როცა ორგანოებს ერთმანეთისგან დამოუკიდებლად განიხილავენ ძალიან ხშირად. ევროპის ყველაზე ცნობილ კლინიკაში თითის ჭრილობით რომ შეხვიდეთ , აუცილებლად გაგიკონტროლებენ ფილტვებსაც. სმენის ნერვი – n. stato acusticans ყველაზე უნაზესი და მაღალი შეგრძნებისაა.

 

ის იწყება, შიგა ყურში მყოფი, ყველაზე მგრძნობიარე ნაწილისგან – ლოკოკინადან და ვესტიბულური აპარატიდან. სმენის ნერვი მოემართება, ორი ნერვის-n. cochlearis და n. vestibularis ფორმით. მათი ფესვები ტვინის ღეროში და მის ბირთვებშია. ვესტიბულარული ნერვი ბოლოვდება ,მოგრძო ტვინში მდებარე ბირთვებში – nucleus dorsalis-ში, დეიტერსის ბირთვში და ბეხტერევის ბირთვში. ბოჭკოს ნაწილი მიდის – ნათხემში.

 

ასევე, აქვე მიდის ვესტიბულარული ნერვების ბირთვებში დაწყებული ნეირონების ნაწილი. დეიტერსის ბირთვიდან ზურგის ტვინში მიდის – tractus vestibule spinalis, რომელიც ვესტიბულარულ აპარატს აკავშირებს კისრის და სხეულის კუნთებთან.

 

ოჯახი დამენგრევა, მეორედ აღარ დარეკო და აღარც მახსენოო - დედამ 35 წლის წინ მიტოვებულ შვილს მისი ნახვა აუკრძალა
2021-05-09ოჯახი დამენგრევა, მეორედ აღარ დარეკო და აღარც მახსენოო - დედამ 35 წლის წინ მიტოვებულ შვილს მისი ნახვა აუკრძალა

 

ნერვების ამ ბუჩქით, ტარდება ისეთი იმპულსები, რომლებიც იწვევენ კუნთების ტონურ რეფლექსებს და კუნთის ზრდა განვითარებას და სიმაღლეში ზრდას აწესრიგებენ. ზუსტად ვიცი, ტვინის უამრავი ნერვიდან, რომელი ნერვი რა გზას გადის , რას აინერვირებს და რა ჩივილია, რომელიმე ნერვის გამტარებლობის დარღვევის დროს. პატარა მომენტი მოვიყვანე მაგალითად, რომ სმენის ნერვი, რამხელა სამუშაოს ასრულებს კუნთის მუშაობასა და ზრდა -განვითარებაში.

 

მეორე დიდი კომპონენტი, რომელიც უნდა დეტალურად ვაკონტროლოდ, ზრდაში ჩამორჩენილ ი ბავშვის ჯანმრთელად გასაზრდელად, ეს არის კუნთის ნივთიერებათა ცვლის – ანაერობული და აერობული ფაზები. ბავშვი რომ სიმაღლეში გაიზარდოს, კუნთს არ უნდა აკლდეს ჟანგბადი.

 

ანაერობული ფაზის კონტროლის დროს, ვაკვირდები სამ მიმართულებას -1 ადენოზინტრიფოსფორმჟავას ცვლას. 2 კრეატინფოსფორმჟავას ცვლას. 3 ნახშირწყლების ცვლას. კვლევებით დამტკიცებულია, რომ კრეატინფოსფორმჟავა ანუ ფოსფაგენი, ისევე როგორც ნახშირწყლები, ბავშვის სიმაღლეში ზრდისთვის ენერგიას ქმნიან. აქედან გამომდინარე, უნდა პერიოდულად ვაკონტროლოდ – გლუკოზის და ინსულინის ცვლა. რამეს ნაკლებობა ისე აზიანებს , როგორც მეტობა. ვიტამინი სტიქიურად კი არ უნდა მივცეთ, არამედ ის ცვლა უნდა ვაკონტროლოდ , რომელსაც საჭირო ვიტამინი გადის.

 

ფოსფორილების და დეფოსფორილების პროცესები, რომლებიც ბავშვის სიმაღლეში ზრდის მთავარი სტადიებია ,სწორად მაშინ განვითარდება, როცა შესაბამისი ფერმენტთა ჯგუფების ნაკლებობა არ ექნება ბავშვს. ხშირად ვამბობ – ნებისმიერი დაავადების მიზეზი ფერმენტების ნაკლებობაა. თუ აზროვნებით იქამდე მიხვალ , გაიგო, რომელი ფერმენტების ჯგუფი არის დარღვეული ან შემცირებული, დაავადების სწორი მართვა ხელში გიჭირავს. ამიტომ, ზრდის შეფერხებისას, ვაკვირდები ყველა სისტემის ფერმენტულ ცვლას. რომელთა შორის მთავარია -კუჭ-ნაწლავის ფერმენტები.

 

რადგან, ზრდისათვის და საერთოდ სიცოცხლისათვის, ყველაზე აუცილებელი ვიტამინები და სხვა კომპონენტები, ჯანსაღი ფერმენტული გარემოს შემთხვევაში ნაწლავში წარმოიქმნება. მაგრამ, ფერმენტები სრულად იბლოკებიან, თუ ორგანიზმში – მიკრობები, კოკები, ბაქტერიები, პარაზიტები და სხვა მავნე ელემენტებია. ბავშვის ზრდას ხელს უშლის პათოლოგიური მიკრობული ფლორა და პარაზიტები.

 

ბაქტერიოლოგიური სტატუსების დღევანდელი შეფასებით, დარწმუნებული ვარ, ბევრ შემთხვევაში, ყველა ექიმი უკმაყოფილოა. ეს ხდება იმ ქვეყანაში, რომელიც ამ მხრივ ყოველთვის მოწინავე იყო. ხან ადამიანს ნაირფერი, მიკრობული ფლორა აყვავებული აქვს, რაც გარეგნულად გამოხატულია, მისი უპირობო ნიშნებით: სუნით, ლორწოთ, ტემპერატურით და კიდევ ბევრი სხვა მონაცემით, პასუხი კი სტერილურია. სისხლი და ლიმფა უნდა გაიწმინდოს, რომ ფერმენტაციული ცვლები აღდგეს.

 

რა უთხრა ედუარდ შევარდნაძემ მამაოს ზიარებისას – ექსპრეზიდენტის ბოლო ფოტო და ხუმრობა
2021-05-09რა უთხრა ედუარდ შევარდნაძემ მამაოს ზიარებისას – ექსპრეზიდენტის ბოლო ფოტო და ხუმრობა

 

ფოსფორმჟავა მოძრაობს ადენილპიროფოსფატიდან- გლიკოგენისკენ. ამ მოძრაობის დროს ხდება ადენილპიროფოსფატის დეფოსფორილება და ნახშირწყლების ფოსფორილება. ამ დროს კი, გლიკოგენიდანჰექსოფოსფატები მიიღება. ზუსტად ამ მომენტში გამოთავისუფლდება ენერგია, რომელიც , საერთოდ კუნთის კვებას და ასევე, მოზარდის სიმაღლეში გაზრდას ხმარდება. ანაერობულ ფაზაში კიდევ უამრავი რეაქცია მიდის, რომელთაგან პრიორიტეტულები მთავარ ტექსტში განხილული მაქვს. ამ რეაქციების შედეგად დაგროვილი – ადენილის მჟავა იშლება ამონიაკად და ინოზინის მჟავად. პათოლოგიური პროცესები, რომ არ წავიდეს, სასიცოცხლო პროდუქტების რესინთეზისთვის, საჭიროა სხვადასხვა მჟავას რესინთეზი.

 

ეს კი ვერ განხორციელდება თუ ნორმაში არ არის ამინომჟავები. ეს პირობა აუცილებელია არამარტო ამ დროს, არამედ ნებისმიერი ორგანოს სასიცოცხლოდ მუშაობის დროს. რადგან, მხოლოდ, ამინომჟავების ფიზიოლოგიური ნორმების დროს, მიიღება, როგორც ბავშვის საზრდელი კომპონენტები, ასევე, ზოგადად, ადამიანის სიცოცხლისათვის საჭირო აუცილებელი ნივთიერებები. მათი ფიზიოლოგიური დაშლის დროს, მიიღება ადამიანის სიცოცხლისათვის მყარი გარანტი ნივთიერებები. თუ ექიმს შეუძლია, ამინომჟავების დარღვევას გონიერად გაყვეს, მექანიზმებით შეაფასოს, მას შეუძლია ,ამ ადამიანის დიდი ხნის სიცოცხლე უზრუნველყოს.

 

ეს კიდევ იმას ადასტურებს, რომ თუ ცილების ცვლა ნორმაში არ იქნება, ბავშვი სიმაღლეში ვერ გაიზრდება. ნუ ენდობით დღეს მომრავლებულ ზოგ ეწ გასაზრდელ ცენტრს, რომლებიც არ არიან ორიენტირებული ამინომჟავების და ცილების ცვლების კონტროლზე და მარტო სტიქიურად მიცემული ვიტამინებით მკურნალობენ. აუცილებლად იკითხეთ- ექიმს თუ აქვს ლიცენზია და დიპლომი —-პედიატრის. დიდი ტექსტის ვერგანთავსები ს გამო, აქ არ განვიხილავ ძვლის ქსოვილში მიმდინარე რეაქციებს, რაც ვრცლად განხილული მაქვს მთავარ ტექსტში. ბავშვი არა მარტო უნდა გაიზარდოს სიმაღლეში, არამედ, ჯანმრთელად უნდა გაიზარდოს. კუნთის ცილა უამრავია. კუნთის პრიორიტეტული ცილებია – მიოზინოგენი ანუ მიოგენი.

 

ის კუნთში სხვა ყველა ცილის 80 პროცენტამდეა. ასევე – მუსკულინი, მიოსტრომინი, რომელიც კუნთის საყრდენია. ასევე- ელასტინი,რომელიც სახსრის და შემაერთებელი ქსოვილის მთავარი კომპონენტია. ყველა მძიმე დაავადება, მითუმეტეს, სახსრების დაავადებები, შემაერთებელ ქსოვილში მიმდინარეობს და მისი ერთი მიზეზი ელასტინის ცვლის დარღვევაა. რაც უფრო ძლიერია კუნთის სტრუქტურა, მით უფრო არ აგვიანებს ბავშვი სიმაღლეში ზრდას და უფრო ჯანმრთელია ორგანიზმი. ასევე მხოლოდ, ძლიერი სტრუქტურის კუნთში არის ნორმაში – გლიკოგენის რაოდენობა.

 

გლიკოგენის სიმცირე ივსება გლუკოზით. ამიტომ არის, რომ ყველა დიაბეტიანს ცილების ცვლის მოშლა აქვს. დიაბეტი, მემკვიდრეობითია, ისევე როგორც ყველა დაავადება. მაგრამ, ის არ დაიწყება რამდენიმე უარყოფითი ფაქტორი თუ არ განვითარდა, რომლებზეც გესაუბრეთ დიაბეტზე სტატიაში. ერთი ასეთი ,უდიდესი მაპროვოცირებელი უარყოფითი ფაქტორია – ცილების ცვლის დარღვევა, რის გამოც ყველა დიაბეტიანს კუნთის სტრუქტურა ღარიბი აქვს, მიუხედავად წონისა.

 

ცოლის თანხმობით, ბილ გეითსი წელიწადში ერთხელ უქმეებს ყოფილ მეგობარ ქალთან ატარებდა
2021-05-09ცოლის თანხმობით, ბილ გეითსი წელიწადში ერთხელ უქმეებს ყოფილ მეგობარ ქალთან ატარებდა

 

ყველა დიაბეტიანს ცილების ცვლა დარღვეული აქვს. ჩვენში რომ აკადემიურად ხდებოდეს დიაბეტის მკურნალობა ყველგან, აქცენტი მარტო, გლუკოზის ძალით ერთი და იმავე უსარგებლო წამლით ჩამოწევაზე კი არ იქნებოდა, არამედ ცილებიც ცვლის და ამინომჟავების მოწესრიგებაზე, რომლის შედეგად ადვილად ხდება შაქრის დაბალანსება. ბავშვის სიმაღლეში ზრდის რეგულირების დროს, კონტროლი უნდა გადავიდეს ნახშირწყლების ცვლის დაკვირვებაზე. საერთოდ , სისხლი გლუკოზას იმარაგებს ღვიძლიდან. ამიტომ ,ბავშვი რომ გაიზარდოს სიმაღლეში, მისი ღვიძლი და კუჭ-ნაწლავი უნდა იყოს ჯანმრთელი. ყოველთვის ,ყველა პრობლემის დროს, როგორც ხედავთ ღვიძლის ფერმენტაციულ უკმარისობამდე მივდივართ.

 

საუბედუროდ, იმ ქვეყნებში სადაც მედიცინა ჩამორჩება დროს, ღვიძლს მაშინ თვლიან დაზიანებულად, თუ მუცელში წყალი ჩადგება ან ექოზე- ციროზი იქნება დასკვნაში. ან ტრანსფერაზები დაირღვევა. მაგრამ , ტრანფერაზების გარდა, ღვიძლის 500ზე მეტი ფერმენტია აღმოჩენილი . ისინი, ჩვენს პირობებში არ ისაზღვრება და სამწუხაროდ, ხან მათი დარღვევის გათვალისწინებაც არ ხდება. სწორედ ამ ფერმენტების დარღვევიდან და პანკრეასის ლატენტური უკმარისობიდან იწყება ,ორგანიზმის ყველამხრივი დაზიანება, ხშირად ბავშვობიდან და ის არააკადემიური ცოდნის პირობებში შეუმჩნეველია. შემჩნეული რომ იყოს, მაშინ არ იქნებოდა ამდენი ინსულტი, უეცარი სიკვდილი, ინფარქტი, შაკიკი, გულის ოპერაცია და სხვა.

 

ორგანული ნივთიერებებიდან, კუნთის სასიცოცხლო შემადგენელი კომპონენტებია -ლეციტინი, ქოლესტერინის ზომიერი რიცხვი, კრეატინი . კრეატინი და კრეატინინი ერთმანეთში არ აურიოთ. კრეატინის – ანჰიდრიდია კრეატინინი. კუნთი შეიცავს 80 პროცენტამდე წყალს. ზრდაში ჩამორჩენილისთვის აუცილებელია წყლის ხშირი მიღება. კუნთის არაწყლოვანი ნაწილი შეიცავს კალიუმს, ნატრიუმს, კალციუმს, რკინას, მარილებს.

 

მათი ბალანსი უმნიშვნელოვანესია ზრდისთვის და საერთოდ, ჯანმრთელობისთვის. კალიუმის ნაკლებობა, ყველა ორგანოს აჩლუნგებს. ვერც კი წარმოიდგენთ, რამდენი მძიმე დაავადების აცილება შეიძლება თავიდან, კალიუმის და საერთოდ, ელექტროლიტების ბალანსის შენარჩუნების დროს. რამდენი დამბლა, რამდენი ინსულტი და სხვა უამრავი დაავადება აცილდებოდა ადამიანებს, ეს საბაზისო ქმედება მედიცინაში ყველგან რომ მკაცრად კონტროლდებოდეს.

 

ასევე აჩლუნგებს კალიუმის ნაკლებობა, კუნთს, ძვალს, სისხლძარღვს ,ვენას და სხვა. კუნთის უმნიშვნელოვანესი ნაწილია კუნთის ჰემოგლობინი. ეს არის პიგმენტი, რომელიც კუნთის , სხვა , ასეულობით პიგმენტთან ერთად, დიდ როლს ასრულებს, როგორც სიმსივნისგან დაცვაში, მძიმე დავადებების აცილებაში, ასევე ბავშვის ზრდის პროცესში. ის, სისხლის ჰემოგლობინისგან განსხვავდება, მისი ცილის გლობინის აღნაგობით და შემადგენლობით.

 

მაგრამ, ჰემი ორივეს ერთნაირი აქვთ. კუნთმა რომ ისუთქოს, რომ ჯანმრთელი იყოს, მას სჭირდება პიგმენტი ციტოქრომი, რომელიც უჯრედების შიგ მოძრაობს და ჟანგბადი გადააქვს. ძალიან ბევრჯერ ვუსვამ ხაზს, ეწ მსუბუქი ანემიის საშიშროებას. რადგან, მძიმეა თუ ეწ მსუბუქია ანემიაა, ორივე დროს, ციტოქრომი დაცემულია.

 

ბავშვის ზრდის შეჩერებას, რომ რამდენიმე -ზრდის ფაქტორი იწვევს, ამას მსოფლიო მედიცინა დიდი ხანია განიხილავს. ამ ფაქტორებში იყო ბ2 ვიტამინის კომპლექსის უკმარისობა. ხაზს ვუსვამ ბ2 ვიტამინის კომპლექსს და არა მარტო -ბ2 ვიტამინს. ამერიკის და ევროპის ნუტრიციული ინსტიტუტების და ენდოკრინოლოგთა საზოგადოებების ხანგრძლივი კვლევებით და უახლესი სამეცნიერო მონაცემებით ბ2 ვიტამინის კომპლექსი ყველაზე მნიშვნელოვანი ზრდის ფაქტორია. სწორედ ის არის მთავარი იმ რეაქციებში, რაც განვიხილე და იმათშიც რაც არ განვიხილე.

 

აღნიშნულ, ზრდის ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორს, ყველაზე მეტი რაოდენობით შეიცავს—ლუდის საფუარი, ქატო, ისპანახი, ტომატი, კომბოსტო, მარცვლეული, საქონლის თირკმელი, ღვიძლი და ტვინი, ქათმის კვერცხი. რა თქმა უნდა საუბარია, ისეთ ქათამზე, რომლიც ჰაერზე იზრდება ბალახით და სიმინდით და არ არის გაბერილი ,ხელოვნური ვიტამინებით და არ იზრდება მეფრინველეობის უჟანგბადო კიუვეზში. ამერიკული ნუტრიციოლოგიის მასალებში ბ2 კომპლესში შედის ბ6, პპ და ფერმენტები.

 

„აცრებით ჩვენზე ფულს აკეთებენ“ - დავით გადელიას განმარტება გავრცელებული მცდარი მოსაზრების შესახებ
2021-05-09„აცრებით ჩვენზე ფულს აკეთებენ“ - დავით გადელიას განმარტება გავრცელებული მცდარი მოსაზრების შესახებ

 

ეს ყველაზე პრიორიტეტული ზრდის ფაქტორი, ქიმიური და ბიოლოგიური ბუნებით, ზუსტად არის იდენტური, რძიდან მიღებული ლაქტოფლავინის. ფლავინი შედის კარაქში,კვერცხში,ალაოში. მაგრამ, პროდუქტებიდან მას ვერ აიღებთ. ბევრი წლის წინ დადგენილი იყო მედიცინაში, რომ ,მაგალითად-10 000 კვრცხიდან გამოიყოფა 30 მგ ფლავინი. ფლავინი პიგმენტია. სამედიცინო კვლევები ცხადყოფს, რომ ფლავინი შედი ს ვარბურგის ყვითელი სასუნთქი ფერმენტის შემადგენლობაში. ფლავინს სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს სუნთქვისა და ჟანგვა – აღდგენით პროცესში. ფლავინი აძლიერებს ზრდაში ჩამორჩენილი ბავშვის ზრდასაც და ჯანმრთელობასაც. ვინც ზრდაში ჩამორჩება, ის ვერ სუნთქავს სრულფასოვნად.

 

ანუ ფლავინი ბ2 ვიტამინის ჯგუფი კი არ არის თავად. არამედ, მისი ფოსფორილირებული პროდუქტია. ანუ ფლავინი პროვიტამინია. რომელიც ვიტამინად, მხოლოდ, ფოსფორმჟავასთან დაბმის შემდეგ იქმნება.რაც შეეხება კარაქს, ის ბავშვს უნდა მიეცეს, მხოლოდ ნატურალური ანუ ნატურალური რძისგან მიღებული. ბ2 ზრდის ფაქტორის კომპლექსი ვერ მუშაობს, თუ პპ და ბ6 დაქვეითებულია. პპ ადრე განვიხილე ვრცლად.

 

მისი ბოლომდე დაცემის მკვეთრი დასტურია, როცა სახეზე ადამიანს კანი სიმეტრიულად აქვს გაწითლებული. ასევე პპ-ს სრულ დაცემას ვეჭიდები​ ვიტილიგოს მკურნალობის დროს, ხშირი ფაღარათის დროს და ბევრი ტიპის კუჭის არეში ტკივილის დროს, რომელსაც ხშირად გასტრიტის დიაგნოზში აქცევენ და ნექსიუმით ახშობენ .საერთოდ, კუჭ-ნაწლავით დაავადებულ ადამიანებს პპ-ს დაცემა მთავარ მოვლენად აქვთ.

 

მაგრამ, ხშირ შემთხვევებში ამის დანახვა და გათვალისწინება არ ხდება. კუჭის ტკივილის დიდი პროცენტი პპ-ს დაცემის გამოვლინებაა. პპ-ს დაცემაა ასევე, გაურკვეველი ღებინება და პირის ღრუს დაავადებები. ამ დროს მედიკამენტებით მკურნალობასთან ერთად საჭიროა საფუარი და რძე. ძალიან ბევრი დეტალია კიდევ , რასაც ჩემს ვრცელ სტატიაში გაეცნობით ამავე თემაზე“, – ვკითხულობთ მარინა ტოტოჩავას პოსტში.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X