14:54 | 2021-05-10 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

„უფროსის მეუღლეს დაბადების დღე ჰქონდა“ – ქეიფი „ხინკლის სახლში“ კომენდანტის საათის დროს

„უფროსის მეუღლეს დაბადების დღე ჰქონდა“ – ქეიფი „ხინკლის სახლში“ კომენდანტის საათის დროს

რუსთავში, ე.წ. კომენდანტის საათის დროს „ხინკლის სახლში“ ქეიფი ხმაურითა და ჯარიმებით დასრულდა.

 

როგორც „ინფო რუსთავს“ თოდრიას ქუჩაზე არსებულ კვების ობიექტში ერთ-ერთმა დასაქმებულმა განუცხადა, დაწესებულებაში ახალგაზრდები მათი ხელმძღვანელის მეუღლის დაბადების დღეს აღნიშნავდნენ. სავარაუდოდ, ხმაურით ახლოს მდებარე კორპუსებში მცხოვრებლები შეწუხდნენ და პოლიციაში დარეკეს.

 

ადგილზე სამართალდამცავების გამოჩენამ ახალგაზრდები გააღიზიანა, რასაც მათსა და პოლიციელებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოყვა.

 

სამართალდამცავებმა კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული რეგულაციების დამრღვევი რამდენიმე პირი დააჯარიმა.

 

ნახეთ ვიდეო

 

 

 

ფერმა, სადაც სისხლიან გარჩევას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა, ყოფილი დეპუტატის საკუთრებაა - ნახეთ, ვინ არის ის
2021-05-10ფერმა, სადაც სისხლიან გარჩევას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა, ყოფილი დეპუტატის საკუთრებაა - ნახეთ, ვინ არის ის
ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X