
ამერიკის ალერგიისა და ინფექციური დაავადებათა ინსტიტუტის დირექტორის, ენტონი ფაუჩის განცხადებით, პირბადის შიდა სივრცეებში ტარების სავალდებულო წესი, შესაძლოა, მალე შემსუბუქდეს.
ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.
ჟურნალისტის კითხვაზე, დროა თუ არა, რომ შიდა სივრცეებში პირბადის ტარების წესი შემსუბუქდეს, ფაუჩიმ შემდეგნაირად უპასუხა:
„ვფიქრობ, რომ კი. იმასაც ვფიქრობ, რომ ეს მალე მოხდება, რადგან ვაქცინას უფრო და უფრო მეტი ადამიანი იკეთებს“.
ცნობისთვის, აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა გასულ თვეს გარე სივრცეში პირბადის ტარების სავალდებულო წესი შეამსუბუქა.























