
„ახალი დაჭერილი ვარ, ბრაზით შევედი, მესამე, მეოთხე დღეს როცა მივხვდი, სად ვარ, მეგობარ ადვოკატს ვთხოვე, გეხვეწები, „ქართული ოცნების“ დეპუტატების სია შემომიტანე-მეთქი. ერთ კვირაში შემომიტანეს. რამდენიმეს დავურეკე, ჩემთვის ძვირფასი 15 წუთი გამოვიყენე. არ მიპასუხეს”,- ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა ნიკა მელიან საპატიმროს დატოვების შემდეგ, განაცხადა.
მერე ბრაზმა გადამიარა და ძვირფასი წუთების ფასიც გავიგე, მერე მაგათთან დავრეკავდი? რაღაცეების გაფუჭების ხასიათზე ვიყავი.
„მივლინებიდან“ ბევრი ისტორია მაქვს,სუპები, მჟანას სუპები…დღეში ერთხელ ვჭამდი, დღისით. ცუდი რა არის იცით? – მარტო რომ ხარ ვერ ესაუბრები ვერავის, გინდა ლაპარაკი, რაღაცას ტელევიზიით უყურებ და გინდა ემოციები გაუზიარო, არავინ არ გყავს. რაღაცეები გავაკარი საკანში, ბოლოს არ ჰქონდა საკანს საკნის იერი.
რაღაც საშინელი დეპრესიული რუხი ფერები ხომ არის, რაც მელანქოლიურ განწყობაზე გაყენებს. რომ შევედი საკანში სამი ნათურაა, მესამე არ ანათებს. ვიფიქრე, გადამწვარია და ციხის ზედამხედველს დავუძახე და ვუთხარი, შუა ნათურა გადამწვარია-თქო. თურმე, გადამწვარი კი არ არის, გარედან ინთება, რომ ზოგჯერ დაგხედონ. მაგიდის 4 სანათი ვიყიდე, ერთი ტელევიზორის უკან დავდგი და ვაჩახჩახებდი“, – აღნიშნა მელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.






















