10:31 | 2021-05-11 ავტორი: Prime Time

საგანგაშო ფაქტი: ინდოეთში კოვიდით გარდაცვლილების გვამებს მდინარეში ყრიან

საგანგაშო ფაქტი: ინდოეთში კოვიდით გარდაცვლილების გვამებს მდინარეში ყრიან

ინდოეთის მდინარე განგში ცხედრები აღმოაჩინეს – მდინარეში, ბაჰარის შტატთან, ნაპოვნია დაახლოებით 30-მდე გვამი, რომლებიც სავარაუდოდ COVID-19-ით გარდაცვლილი პირები არიან. ამის შესახებ უცხოური მედია ინდურ პრესაზე დაყრდნობით წერს.

 

ადგილობრივი პრესა აცხადებს, რომ შესაძლოა ცხედრები მდინარეში რამდენიმე დღის წინ მეზობელ შტატ უტარ-პრადეშში ჩაყარეს.

 

ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ პირები, რომლებიც მდინარესთან მიმდებარედ დასახლებულ პუნქტებში ცხოვრობენ, გარდაცვლილების ცხედრებს მდინარეში კრემაციისა და დამკრძალავი კოცონის მაღალი ღირებულების გამო ყრიან.

 

მოქალაქეების განცხადებებით, შესაძლოა, მდინარეში დაახლოებით 100-150 ათასი ცხედარი იყოს.

ავტორი: Prime Time

X