11:37 | 2021-05-11 ავტორი: Prime Time

მსჯავრდებულებისთვის გრაფიკული დიზაინის სასწავლო კურსი დაიწყო

მსჯავრდებულებისთვის გრაფიკული დიზაინის სასწავლო კურსი დაიწყო

N14 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულები გრაფიკულ დიზაინს შეისწავლიან. ორი თვის განმავლობაში ბენეფიციარები „Adobe Illustrator CC- ში“ მუშაობის ძირითად პრინციპებს დაეუფლებიან.

 

პროექტს მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის – მომავლის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიასთან თანამშრომლობით ახორციელებს.

 

სასწავლო კურსი მსჯავრდებულების რეაბილიტაცია-რესოციალიზაციასა და მათთვის ახალი პროფესიული უნარების შეძენას ითვალისწინებს.

 

(NS)

ავტორი: Prime Time

X