18:59 | 2021-05-11 ავტორი: Prime Time

ქართველი „კანონიერი ქურდი“, რომელმაც ცოლს სახალხოდ სცემა, ანტალიაში დააკავეს

ქართველი „კანონიერი ქურდი“, რომელმაც ცოლს სახალხოდ სცემა, ანტალიაში დააკავეს

ქართველი კანონიერი ქურდი გიორგი ზარანდია ანტალიაში დააკავეს. თურქმა სამართალდამცველებმა ზარანდია საკუთარ სახლში აიყვანეს. მას დანაშაულებრივი დაჯგუფების ხელძღვანეობა ედება ბრალად.

 

ქართველმა „კანონიერმა ქურდმა“ პოპულარულ მეუღლეს სახალხოდ სცემა და ყბები მოტეხა
2020-09-07ქართველმა „კანონიერმა ქურდმა“ პოპულარულ მეუღლეს სახალხოდ სცემა და ყბები მოტეხა

 

კრიმინალურ სამყაროში „გია გალსკის“ მეტსახელით ცნობილი კანონიერი ქურდი ასევე მხილებულია მეუღლის, ცნობილი რუსი მომღერლის იულია ვოლკოვას მიმართ ფიზიკურ ძალადობაში.

 

ტატუს ცნობილი სოლისტი ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში იხსენებს, რომ მას ქართველმა მეუღლემ ეჭვიანობის ნიადაგზე სახალხოდ სცემა. გავრცელებული ინფორმაციით, გია ზარანდიას აქტიური კავშირი ჰქონდა აფხაზეთში მოქმედ დანაშაულებრივ სამყაროსთან და ის საზღვაო პორტის მშენებლობაზე გავლენის მოპოვებას ცდილობდა.

 

ავტორი: Prime Time

X