11:01 | 2020-03-28 ავტორი: სალომე ნეფარიძე

კორონავირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა – მარინა ეზუგბაია

კორონავირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა – მარინა ეზუგბაია

Covid-19-ით ინფიცირებული ერთი ახალი პაციენტი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გვიან ღამით შეიყვანეს. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ცოტა ხნის წინ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

 

მისივე თქმით, ეს შემთხვევა უცხოეთში მოგზაურობას არ უკავშირდება, თუმცა პაციენტს სამსახურში უცხოელებთან ჰქონდა კონტაქტი.

 

„გვიან ღამით ერთი ახალი პაციენტი შემოგვემატა. ამ დრომდე ჩვენთან 33 პაციენტი მკურნალობს. გვყავს 4 მძიმე პაციენტი, აქედან ორის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. შემოსული ახალი პაციენტის მდგომარეობაც მძიმეა, თუმცა მასთან დაკავშირებით მეტის თქმას მოგვიანებით შევძლებ. ჩემი ინფორმაციით, ახალი შემთხვევა უცხოეთში მოგზაურობას არ უკავშირდება, თუმცა სამსახურში უცხოელებთან ჰქონდა კონტაქტი. რაც შეეხება არასრულწლოვნებს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ალბათ, მათაც მალე გავწერთ“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

 

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის 85 შემთხვევაა დაფიქსირებული, კარანტინის რეჟიმში – 4 641 იმყოფება, სტაციონარში კი 239 პაციენტს აკვირდებიან. ამასთან, რომ გამოჯანმრთელებულია 14 პაციენტი.

 

წაიკითხეთ და გაითვალისწინეთ საჭირო რეკომენდაციები

 

 

 

 

 

 

 

გადაწყვეტილება, რომელიც საგანგებო რეჟიმს დროს მოქმედებს

 

 

 

 

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X