15:33 | 2021-05-12 ავტორი: თამთა თორდია

მაისი ბოლო თვეა – 1500 ლარამდე ხელფასზე საშემოსავლო შეღავათები სრულდება

მაისი ბოლო თვეა – 1500 ლარამდე ხელფასზე საშემოსავლო შეღავათები სრულდება

1500 ლარამდე ხელფასის საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლების პროგრამა მაისში სრულდება. შესაბამისად, მაისის ხელფასი იქნება უკანასკნელი, როდესაც ბიზნესები შემცირებულ საშემოსავლო გადასახადს გადაიხდიან.

 

1500 ლარამდე საშემოსავლო გადასახადის შეღავათი საქართველოს მთავრობამ თავდაპირველად 2020 წლის მაისში დააწესა და ის 6 თვის განმავლობაში მოქმედებდა.

 

კანონის თანახმად, საშემოსავლო გადასახადის შეღავათები არ გავრცელდა საბიუჯეტო ორგანიზაციებში, ასევე მარეგულირებელ ორგანოებსა და სახელმწიფო საწარმოებში დასაქმებულ პირებზე.

 

ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2021 წლის პირველ კვარტალში კერძო სექტორმა ამ შეღავათის შედეგად 128 მილიონი ლარის სარგებელი მიიღო.

 

წყარო:bm.ge

ავტორი: თამთა თორდია

X