16:18 | 2021-05-12 ავტორი: Prime Time

ნიკა მელია თბილისის მერობის კანდიდატობას არ გამორიცხავს, თუმცა, ერთი პირობით…

ნიკა მელია თბილისის მერობის კანდიდატობას არ გამორიცხავს, თუმცა, ერთი პირობით…

„სხვა გეგმები მაქვს, მათ შორის პოლიტიკური, ვიდრე თბილისის მერობის კანდიდატობაა”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

 

მელიას თქმით, ის თბილისის მერობის კანდიდატი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება, თუ ოპოზიციონერი კოლეგები ჩათვლიან, რომ ეს არის გარდაუვალი აუცილებლობა.

 

„ერთ შემთხვევაში დავთანხმდები, თუ ოპოზიციური კოლეგები ჩათვლიან, რომ ეს არის გარდაუვალი აუცილებლობა. მე მზად ვარ, მეგობრულად, კოლეგიალურად მათ სამსახური გავუწიო და მათთან ერთად საზოგადოებას… მე არცერთ ოპოზიციურ ლიდერთან კონსულტაციას არ გავმართავ იმასთან დაკავშირებით, მე უნდა ვიყო თუ არა მერობის კანდიდატი. რატომ იცით? ეს რომ ვაკეთო, მინიმუმ ამის ინტერესი უნდა მქონდეს.”, – განაცხადა ნიკა მელიამ.

 

ცნობისთვის, ოპოზიციის ნაწილი მიიჩნევს, რომ თბილისის მერობის არჩევნებზე ოპოზიციას საერთო კანდიდატი უნდა ჰყავდეს და ეს ნიკა მელია უნდა იყოს. ხოლო ნაწილი კი ამბობს, რომ ეს „ქართული ოცნების” დამარცხებას გაართულებს.

ავტორი: Prime Time

X