
ისრაელში სარაკეტო იერიშების შედეგად საქართველოს ერთი მოქალაქე დაშავდა – ინფორმაციას რუსთავი 2 ავრცელებს,
„კურიერთან“ საუბარში საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აცხადებს, რომ დაზიანება მსუბუქი იყო და საქართველოს მოქალაქის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ზალკალიანმა ისრაელში განვითარებული მოვლენებიც შეაფასა. მინისტრის თქმით, საქართველო მკაცრად გმობს ძალადობას და სარაკეტო თავდასხმებს მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ, რაც ძირს უთხრის რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობას.






















