19:40 | 2021-05-12 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

რამაზ ბეღელური ოკუპანტების მხრიდან ძალადობაზე ალაპარაკდა

რამაზ ბეღელური ოკუპანტების მხრიდან ძალადობაზე ალაპარაკდა

3 თვის წინ ოკუპანტების მიერ დაკავებული რამაზ ბეღელური დღეს პოლიციამ დაკითხა. ტყვეობიდან გათავისუფლებულმა, სამართალდამცველებს მის მიმართ ფიზიკურ შეურაცხყოფასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა.

 

ბეღელური ამბობს, რომ რუსი სამხედროების მხრიდან ცემის შესახებ საუბარი არ უნდოდა, თუმცა მას შემდეგ, რაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები გაუჩნდა იძულებული გახდა სიმართლე ეთქვა.

 

სარაკეტო იერიშების შედეგად ისრაელში საქართველოს მოქალაქე დაშავდა
2021-05-12სარაკეტო იერიშების შედეგად ისრაელში საქართველოს მოქალაქე დაშავდა

 

„დამიბარეს და შემეკითხნენ, რატომ დაგვიმალეო, არ ვაპირებდი თქმას, მაგრამ ცუდად რომ ვიყავი და ვკვდებოდი, სახლში ჩემებს ვუთხარითქო“, – აცხადებს რამაზ ბეღელური.

 

ცნობისთვის, ბეღელური რუსმა ოკუპანტებმა 3 თვის წინ, ე.წ საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დააკავეს. მამაკაცს ჯერ სცემეს, შემდეგ კი ცხინვალის იზოლატორში ორი თვის განმავლობაში ჰყავდათ გამოკეტილი. ბეღელური ტყვეობიდან პირველ აპრილს გაათავისუფლეს.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X