
განგაშის მომასწავებელი სირენების ხმა ისმის თელ ავივსა და ცენტრალურ რეგიონებში, – იტყობინება ისრაელის არმიის პრესსამსახური.
სირენები ამუშავდა ქვეყნის სამხრეთითაც – აშკელონსა და ღაზას სექტორის სიახლოვეს.
ისრაელის პოლიციასა და პალესტინელებს შორის შეტაკება შაბათს ღამით დაიწყო. მღელვარება იყო აღმოსავლეთ იერუსალიმის ორ რაიონში, სადაც სასამართლო არაბთა ორი ოჯახის გასახლებას განიხილავს. სწორედ ეს გახდა საპროტესტო მიზეზი საპროტესტო აქციებისთვის.
ორშაბათს ღამით სიტუაცია გამწვავდა ღაზას სექტორისა და ისრაელის საზღვარზე. პალესტინელთა დაჯგუფებებმა ისრაელის მიმართულებით ათასზე მეტი რაკეტა, საპასუხოდ კი გაიშვა – 860, რომლებმაც საზღვარი გადაიარეს, 200 კი ღაზას სექტორში ჩამოვარდა.
ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემამ – „რკინის ფარდა“ 200 რაკეტის განეიტრალება მოახერხა.
საჰაერო თავდასხმის შედეგად დაიღუპა ისრაელის 5 მოქალაქე, 200-ზე მეტი დაშავდა.
ისრაელის საპასუხო რეაქციას 56-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.






















