
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მოსახლეობას რეკომენდაციების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს.
„დავიცვათ ხუთი რეკომენდაცია: პირბადე, დისტანციის დაცვა, დიდი თავშეყრების თავის არიდება, სანიტარული წესრიგის დაცვა და უფრო აქტიური იმუნიზაცია.
დიდი იმედი გვაქვს, რომ მაისს ამ პარამეტრებით გავივლით და ივნისის თვეში შევალთ ბევრად უფრო უკეთესი ინდიკატორებით, რაც საფუძველი იქნება იმისა, რომ გარკვეული შემსუბუქებები იყოს,“- განაცხადა გამყრელძემ.






















