09:59 | 2021-05-14 ავტორი: Prime Time

რაიონები, სადაც ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება – გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

რაიონები, სადაც ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება – გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

“ენერგო-პრო ჯორჯიას” ტექნიკური სამსახური, უამინდობის გამო, მუშაობის საგანგებო რეჟიმზეა გადასული და ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას ამზადებს.

 

“ამ წუთებში, ენერგო-პრო ჯორჯიას ტექნიკური სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობს. დღის განმავლობაში, უამინდობამ, საქართველოს რეგიონებში დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები, მწყობრიდან გამოიყვანა ტრანსფორმატორები და ა.შ.

 

შუადღის შემდეგ ქარი განსაკუთრებით გაძლიერდა, რის გამოც ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება აბონენტების ნაწილს მცხეთა-მთიანეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის და კახეთის რეგიონებში. აღნიშნული რეგიონებს სრულად არ აქვთ შეწყვეტილი ენერგომომარაგება. შეზღუდვებია მხოლოდ გარკვეულ მიმართულებებზე.

 

მიუხედავად იმისა, რომ უამინდობა, ძლიერი ქარი და წვიმა აღდგენით სამუშაოებს ხელს უშლის, კომპანიის წარმომადგენლები ცდილობენ დროულად აწარმოონ სამუშაოები.

 

აგრეთვე, “ენერგო-პრო ჯორჯია გენერაცია” განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ჰიდროელექტროსადგურების წყლის დონის კონტროლს, რათა ერთი მხრივ, მაქსიმალურად ეფექტურად მოხდეს მოდინებული რესურსის დამუშავება-გამოყენება და მეორეს მხრივ, არ მოხდეს თავად სადგურის დაზიანება.

 

“ენერგო-პრო ჯორჯიას” ტექნიკური სამსახური 24 საათიან რეჟიმში იმუშავებს იმისათვის, რომ აბონენტებს შეძლებისდაგვარად დროულად მიეწოდოთ ელექტროენერგია.” – წერს კომპანია.

ავტორი: Prime Time

X