10:10 | 2021-05-14 ავტორი: თამარ ბუჩუკური

ექიმები მიმართვას ავრცელებენ

ექიმები მიმართვას ავრცელებენ

მედგიდი განცხადებას ავრცელებს და მოქალაქეებს მიმართავს. 

 

ექიმების გუნდი კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში ჩასართავად საზოგადოებას დახმარებას სთავაზობს.

 

“მეგობრებო! გამომდინარე იქედან, რომ მედგიდის გუნდი ყოველთვის მზად იყო და არის ქვეყნისთვის სასიკეთო საქმეების საკეთებლად, გვინდა მორიგი წვლილი შევიტანოთ დიდ და მნიშვნელოვან საქმეში.

 

დღევანდელ რეალობაში ადამიანების გარკვეული კატეგორია, რომელიც საკმაოდ დიდ რაოდენობას მოიცავს, მიუხედავად მათი სურვილისა, ვერ ერთვება კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში.

 

ზემოთ ხსენებულის მიზეზი შეიძლება იყოს ინტერნეტთან და სოციალურ სივრცესთან წვდომის არ არსებობა, შესაბამისად, მოგმართავთ თხოვნით, რომ მაქსიმალურად გაავრცელოთ ეს ინფორმაცია.

 

555 103 099 – მარიამ ჩიბურდანიძე

 

557 707 098 – მარი ხარაზიშვილი

 

579 112 228 – ლიზა პატარიძე

 

598 909 887 – ლიზა კვინიკაძე

 

ეს იმ ადამიანების ნომრებია, რომლებიც 24-საათიან რეჟიმში მზად არიან უპასუხონ თქვენს ზარებს, მოგაწოდონ სრული ინფორმაცია და დაგარეგისტრირონ ვაქცინის სარეგისტრაციო პორტალზე”, – აღნიშნულია “მედგიდის” განცხადებაში.

ავტორი: თამარ ბუჩუკური

X