10:25 | 2021-05-15 ავტორი: Prime Time

2021 წლის ყველაზე მოდური ფერი დასახელდა

2021 წლის ყველაზე მოდური ფერი დასახელდა

ექსპერტებმა 2021 წლის ყველაზე მოდური ფერი დაასახელეს. „ყავისფერი არის ახალი შავი“,- ასე ამბობენ ფერზე, რომელიც 2021 წელს ყველაზე მოდური უნდა იყოს.

 

როგორც უცხოური გამოცემა წერს, ექსპერტებმა ყავისფერი 2021 წლის ყველაზე მოდურ ფერად დაასახელეს.

 

საცურაო კოსტუმებიდან დაწყებული ფეხსაცმლით დამთავრებული, რბილი ჩრდილი – ეს ხშირად ასოცირდება ნამდვილობასთან, სითბოსთან და უსაფრთხოებასთან. ექსპერტებმა მოდის ყველა კატეგორიაში ყავისფერი ფერი არაერთ ცნობილ ადამიანზე დააფიქსირეს, მაგალითად კიმ კარდაშიანი რეკლამაში ყავისფერი შეფერილობის ზამშის შარვალში გამოჩნდა.

 

მოდის სახლ Gucci-ის მანეკენებმა მაისის ჩვენებაზე ხაზი კარამელისფერსა და ქვიშისფერში გადაწყვეტილი მოდელები წარმოადგინეს, ტანსაცმელს ყავისფერი ტონებიც ჰქონდა.

 

წითელი ტუჩსაცხი კვლავ ტრენდული გახდა
2021-05-15წითელი ტუჩსაცხი კვლავ ტრენდული გახდა

 

ანალოგიურ შეფერილობაზე გააკეთეს აქცენტი Louis Vuitton-ისა და Fendi-ის ბრენდებმა საკუთარ კოლექციებში.

 

ყავისფერი ყველა ჩრდილები ნეიტრალურივით მოქმედებს. ისინი ლამაზად კოორდინირდებიან თბილ ტონებთან, როგორიცაა ყვითელი, ოქროსფერი და ნარინჯისფერი. თუმცა ყველაზე კარგად თეთრ ფერზე მიდის.

ავტორი: Prime Time

X