10:42 | 2021-05-15 ავტორი: Prime Time

ინდოელი პოლიტიკოსი ამბობს, რომ კორონავირუსი ცოცხალი ორგანიზმია და მასაც აქვს არსებობის უფლება – ნახეთ, მისი სხვა „ბრძნული“ მოსაზრებებიც

ინდოელი პოლიტიკოსი ამბობს, რომ კორონავირუსი ცოცხალი ორგანიზმია და მასაც აქვს არსებობის უფლება – ნახეთ, მისი სხვა „ბრძნული“ მოსაზრებებიც

ინდოელმა პოლიტიკოსმა, ერთ-ერთი შტატის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ტრივენდრა სინგჰ რავატმა განაცხადა, რომ კორონავირუსსაც აქვს არსებობის უფლება. ინდოელი პოლიტიკოსის ამ უცნაური განაცხადის შესახებ გამოცემა წერს.

 

პოლიტიკოსის ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა.

 

მისი განცხადებით, ფილოსოფიური თვალსაზრისით, ვირუსი ისეთივე ცოცხალი ორგანიზმია, როგორც ადამიანი და მასაც სურს ცხოვრება.

 

ქალმა ლატარიაში 26 მილიონი დოლარი მოიგო, თუმცა ერთი პატარა დაუდევრობის გამო ფული დაკარგა - ნახეთ, რა მოხდა
2021-05-15ქალმა ლატარიაში 26 მილიონი დოლარი მოიგო, თუმცა ერთი პატარა დაუდევრობის გამო ფული დაკარგა - ნახეთ, რა მოხდა

 

„ადამიანები თავს ყველაზე ჭკვიანებად თვლიან და კორონავირუსის განადგურებას ცდილობენ, ამიტომაც ის მუდმივად მუტაციას განიცდის. ამ დაავადებასთან საბრძოლველად კაცობრიობამ კორონავირუსის ქცევის წინასწარმეტყველება უნდა ისწავლოს“, – აცხადებს ინდოელი პოლიტიკოსი.

 

ოპოზიციური პარტიის კონგრესმენმა ამ განცხადებას სისულელე უწოდა.

 

როგორც უცხოური მედია წერს, რავატს მსგავსი განცხადება პირველად არ გაუკეთებია. რავატი ადრე ამტკიცებდა, რომ ძროხა ერთადერთი ცხოველია, რომელიც ჟანგბადს სუნთქავს.

 

ღაზაში პირდაპირი სატელევიზიო რეპორტაჟის დროს შენობა ჩამოიშალა – ნახეთ ვიდეო
ავტორი: Prime Time

X