17:44 | 2021-05-15 ავტორი: Prime Time

„თურქეთიდან რამდენიმე კვირის წინ დაბრუნდა, შვილების მონატრებას ვერ გაუძლო“ – ვინ არის 26 წლის ქალი, რომელიც დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა 

„თურქეთიდან რამდენიმე კვირის წინ დაბრუნდა, შვილების მონატრებას ვერ გაუძლო“ – ვინ არის 26 წლის ქალი, რომელიც დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა 

მარტვილში, სოფელ ლეხაინდრავოში ტრაგიკულად გარდაცვლილი ქალი 26 წლის ნათია კუპრავაა.

 

იგი თურქეთიდან რამდენიმე კვირის წინ დაბრუნდა, შვილები დედასთან ყავდა დატოვებული და ფინანსური პრობლემების მიუხედავად მათ მონატრებას ვერ გაუძლო.

 

„მთელი სოფელი გლოვობს ახალგაზრდა ქალს, ტრაგედიაა სოფლის. სარეცხს ფენდა და იქვე ღორი მოუახლოვდა. მან რკინის ჯოხით სცადა საქონლის მოგერიება, რა დროსაც სარეცხ თოკსა და ელექტროსადენს შორის მცირე იყო დაშორება და სადენს მოხვდა რკინის ჯოხი, დენმა დაარტყა და ახალგაზრდა ქალი ადგილზე გარდაიცვალა“,- ამბობს მეზობელი.

 

„ერთ პალატაში მოგვათავსეს მე და შალვა... მიკვირს, როგორ გაძლო“ - ბელა ალანიას კოვიდჩანაწერები
2021-05-15„ერთ პალატაში მოგვათავსეს მე და შალვა... მიკვირს, როგორ გაძლო“ - ბელა ალანიას კოვიდჩანაწერები

 

შემთხვევა სოფელში ორი საათის წინ მოხდა. გარდაცვლილი ქალის ქმარსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და მკურნალობას საჭიროებს.

 

შსს-მ ფაქტზე გამოძიება დაიწყო სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით.

 

 

ავტორი: თეა შონია 

ავტორი: Prime Time

X