
ისრაელში მცხორები ქართველი, ინგა სოფრომაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და საომარი ვითარების დროს მისი ყოველდღიური ყოფის შესახებ გვიყვება.
„ისტორიული ჩანთა, ისტორიული ნივთები… პლუს ტელეფონი… 2021 წლის 10 მაისიდან 15 მაისია დღეს, 24 საათი თან მაქვს, ფეხსაცმელი არ გამიხდია, არც ტანსაცმელი… დილიდან საღამომდე ტელევიზორთან რაკეტების სროლის ცნობის მიღებისთვის, სირბილი კიბეებზე, ღამე “ბუნკერში” ღამის თევა იატაკზე….
დაღლილი “სირენის” ხმით, რომელიც თავიდან ფეხის ფრჩხილამდე როგორ გაივლის, ვგრძნობ…ყველას გამძლეობას და მხნეობას გისურვებთ! ჩვენზე ზრუნავს სახელმწიფო, მაგრამ თავის დაცვის მომენტში მაინც მარტონი ვართ.”, – წერს ინგა სოფრომაძე.






















