11:02 | 2021-05-16 ავტორი: Prime Time

სამკვირიანი დუმილის შემდეგ ინდოეთის პრემიერი ალაპარაკდა – რა ხდება მსოფლიოს ყველაზე ინფიცირებულ ქვეყანაში

სამკვირიანი დუმილის შემდეგ ინდოეთის პრემიერი ალაპარაკდა – რა ხდება მსოფლიოს ყველაზე ინფიცირებულ ქვეყანაში

სამკვირიანი დუმილის შემდეგ პირველად ინდოეთის პრემიერ-მინისტრი კოვიდის დამანგრეველი მეორე ტალღის შესახებ ალაპარაკდა.

 

ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.

 

„ჩვენ წინაშე უხილავი მტერია და ამ მტერს ბევრი სახე აქვს. კორონავირუსის გამო ძალიან  ბევრი ადამიანი დავკარგეთ“,- განაცხადა ინდოეთის პრემიერმა.

 

პრემიერმა მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდა.

 

უნდა ატარონ თუ არა ბავშვებმა საკლასო ოთახში პირბადე - ფაუჩის რჩევა მშობლებს
2021-05-16უნდა ატარონ თუ არა ბავშვებმა საკლასო ოთახში პირბადე - ფაუჩის რჩევა მშობლებს

 

„ინდოეთი არაა ის ქვეყანა, რომელიც იმედს კარგავს. არც ინდოეთი და არც ინდოელები იმედს არ დაკარგავენ. ჩვენ ვიბრძოლებთ და მოვიგებთ“,- განაცხადა მან.

 

შეგახსენებთ, რომ ინდოეთში რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებაა. ქვეყანა კოვიდის მეორე ტალღას ებრძვის, საავადმყოფოები გადავსებულია.

ავტორი: Prime Time

X