11:43 | 2021-05-16 ავტორი: Prime Time

ქუთაისში ბუნებრივი აირით დატვირთული მანქანა აალებას გადაურჩა

ქუთაისში ბუნებრივი აირით დატვირთული მანქანა აალებას გადაურჩა

ქუთაისში, მეხანძრე-მაშველებმა ბუნებრივი აირით დატვირთული მანქანის აალების საფრთხე დროულად აღკვეთეს. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

 

უწყების ცნობით, სიმონ გუგუნავას ქუჩაზე, სატვირთო ავტომობილზე განთავსებული ცისტერნიდან ჟონავდა დიდი რაოდენობით ბუნებრივი აირი და საჭირო იყო მეხანძრე-მაშველების დახმარება.

 

„შეტყობინების მიღებიდან უმოკლეს დროში მისამართზე გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები. მეხანძრე-მაშველებმა უსაფრთხოების მიზნით, მოქალაქეებს დაატოვებინეს მიმდებარე ტერიტორია. შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციამ ტერიტორია უსაფრთხოების ლენტით შემოსაზღვრა და შესაბამისმა ძალებმა დაიწყეს მუშაობა.

 

მეხანძრე-მაშველების ოპერატიული რეაგირების შედეგად, ცისტერნიდან ბუნებრივი აირის გამოდინება დროულად იქნა შეჩერებული და აალების საფრთხე აღკვეთილი. ამ დროისთვის პრობლემა უკვე სრულად არის აღმოფხვრილი.

 

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მუშაობდა 3 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

ავტორი: Prime Time

X