11:20 | 2021-05-16 ავტორი: Prime Time

მამა 5 წლის შვილთან ერთად სახლიდან გავიდა და უკან არ დაბრუნებულა – გურჯაანში მამა-შვილს ეძებენ

მამა 5 წლის შვილთან ერთად სახლიდან გავიდა და უკან არ დაბრუნებულა – გურჯაანში მამა-შვილს ეძებენ

მეორე დღეა, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზიარში, მამა-შვილს ეძებენ.

 

როგორც ადგილობრივების ინფორმაციით, ლევან მარკოზაშვილი გუშინ, სახლიდან 5 წლის შვილთან ერთად გავიდა და მთელი ღამის განმავლობაში არ გამოჩენილა.

 

წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცი “ნივის” მარკის ავტომობილით, ტყეში შეშის მოსაგროვებლად შევიდა.

 

დაკარგულ მამა- შვილს ადგილობრივები საკუთარი ძალებით ეძებენ.

 

ფართო სამძებრო ღონისძიებების განსახორციელებლად, ოჯახი პოლიციას უკვე დაუკავშირდა.

 

 

ავტორი: ხათუნა გულიაშვილი

ავტორი: Prime Time

X