
პარლამენტი ქარვასლადაა გადაქცეული! გაუთავებელი იწილო-ბიწილო, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობის – „ერთობა, რაობა, იმედის“ დამფუძნებელმა ლევან ვასაძემ მხარდამჭერებთან შეხვედრისას განაცხადა.
„ამ სხვადასხვა პარტიების გაუთავებელი ქიშპობა, ცილობა ერთმანეთში. ამ რაღაც კალეიდოსკოპს თვეებია ვუსმენთ და გვექმნება მკაფიო განცდა, რომ ამ ხალხს ჰგონია, რომ ხელისუფლება ცალკეა და ხალხი ცალკეა, ამაში ძალიან ცდებიან! მაპატიეთ და ეს პარტიული აჯაფსანდალი, როცა შემოჰქონდათ, მაშინ ვთქვით, რომ ქვეყანას კრიზისამდე მიიყვანს. ამას ჩვენ და ჩვენი თანამოაზრეები ვამბობდით, არა ერთი და ორი წელია“, – განაცხადა ვასაძემ.























