20:10 | 2021-05-16 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

ღაზის სექტორში კიდევ ერთ შეტევას 10 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა – BBC

ღაზის სექტორში კიდევ ერთ შეტევას 10 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა – BBC

42 ადამიანი დაიღუპა ღაზის სექტორში ისრაელის მიერ ბოლოს განხორციელებული დარტყმების დროს. ღაზის ჯანდაცვის უწყების ინფორმაციით, მათ შორის 10 ბავშვი და 16 ქალია. ამის შესახებ BBC წერს.

 

დღის მეორე ნახევარში კი ჰამასმა ისრაელის სამხრეთ ნაწილის მიმართულებით ახალი სარაკეტო იერიში განახორციელა.

 

ჟანგბადი ეწურებოდათ და უნდა აერჩიათ, რომელი პაციენტი გადაერჩინათ - ინდოეთში ისევ უმძიმესი მდგომარეობაა
2021-05-16ჟანგბადი ეწურებოდათ და უნდა აერჩიათ, რომელი პაციენტი გადაერჩინათ - ინდოეთში ისევ უმძიმესი მდგომარეობაა

 

პარალელურად მიმდინარეობს გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა, სადაც ისრაელი-პალესტინას შორის უკვე რამდენიმე დღიანი შეუჩერებელი თავდასხმების განეიტრალებაზე მსჯელობენ, საერთაშორისო შუამავლები იმედოვნებენ, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწევენ.

 

გაეროს გენერალური მდივნის ანტონიო გუტიერეშის შეფასებით, მიმდინარე სამხედრო დაპირისპირება “სრულიად შემზარავია”. მისივე განცხადებით, საბრძოლო მოქმედებები დაუყონებლივ უნდა შეწყდეს.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X