09:26 | 2021-05-18 ავტორი: Prime Time

დაბრუნდით საცხოვრებელ სახლებში! არ გაჩერდეთ ისეთ ღია სივრცეში – ისრაელის საელჩოს მორიგი გაფრთხილება 

დაბრუნდით საცხოვრებელ სახლებში! არ გაჩერდეთ ისეთ ღია სივრცეში – ისრაელის საელჩოს მორიგი გაფრთხილება 

ისრაელის ცენტრალური ნაწილის მოსალოდნელ დაბომბვასთან დაკავშირებით, საქართველოს საელჩო მოქალქეებს აფრთხილებს.

 

„ყურადღებით! ვრცელდება ინფორმაცია თელ-ავივზე და შესაბამისად, ქვეყნის ცენტრზე საჰაერო თავდასხმასთან დაკავშირებით.

 

 

 

დაბრუნდით საცხოვრებელ სახლებში! არ გაჩერდეთ ისეთ ღია სივრცეში, საიდანაც თავშესაფარი მიუწვდომელია.

 

ქალაქები: აშკელონი, შდეროთი, აშდოთი, იავნე, გადერა, ბათ იამი, ლოდი, რამლე, ხულონი, რიშონ ლეციონი, რამათ განი, გივატაიმი, ორეუდა, პეტახ ტიკვა, ბნეი ბრაკი და მათი შემოგარენი საფრთხის ქვეშაა. გთხოვთ, დაიცვათ უსაფრთხოების ელემენტარული წესები, – ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

ავტორი: Prime Time

X