18:54 | 2020-03-28 ავტორი: სალომე ნეფარიძე

შესაძლოა ცხოველები კორონავირუსით დაინფიცირდნენ?!

შესაძლოა ცხოველები კორონავირუსით დაინფიცირდნენ?!

ჯერჯერობით არ არსებობს რაიმე მეცნიერული კვლევა, რომლის მიხედვითაც ახალი კორონავირუსი შინაურ ცხოველებზე, ძაღლებზე ან/და კატებზე გადადის. ამასთან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, Covid-19-ის გავრცელებისას შინაური ცხოველები საფრთხის შემცველნი არ არიან.

 

თუმცა, როგორც ბელგიური გამოცემა The Brussel Times წერს, ბელგიაში სახლის კატას ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა, მას COVID-19 მეპატრონისგან გადაედო. რამდენად არის შესაძლებელი, რომ შინაური ცხოველი Covid-19-ით დაინფიცირდეს ამ კითხვით ვეტირინარს, დავით ნანობაშვილს მივმართეთ.

 

„დღევანდელი მონაცემებით, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ამბობს, რომ მსგავსი რამ შეუძლებელია. არსებობს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია და ვეტერინართა მსოფლიო ასოციაცია, რომელიც წერს, რომ მსგავსი პრობლემა ჯერჯერობით არ დამდგარა. დღევანდელი მონაცემებით რაც დადო ამ ასოციაციამ ცხოველი ჯერჯერობით გადამტანი ვერ იქნება, ხვალ ან ზეგ რა მოხდება მუტაციას განიცდის თუ არა ვირუსი ამაზე ვერაფერს გეტყვით, თუმცა დღევანდელი მონაცემებით ინფიცირება ცხოველის არ დაფიქსირებულა.

 

ამას დამატებული იყო საუბარი იმაზეც, რომ უნდოდათ ცხოველი დაეინფიცირებინათ რათა ვაქცინა შეექმნათ, თუმცა ცხოველების დაინფიცირება ვერ შეძლეს. ყველა ის ინფორმაცია, რომელიც ვრცელდება ცხოველების დაინფიცირებასთან დაკავშირებით იდება რუსულ საიტებზე“, – ამბობს დავით ნანობაშვილი.

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X